ფრენკ ზაპა

”მაღალი” და ”დაბალი” ხელოვნების თეორია მეოცე საუკუნეში გაქრა?!




თუ არ გამქრალა,მაშინ მკვეთრი გადასვლა მომსვლია გულდიდან.ზაპას მუსიკა დიდად არ ზის ჩემს ხასიათში,მაგრამ ამ სიმღერამ მომხიბლა თავისი სატირითა და ეპოქის სულით.სიმღერის ტექსტს გასაგები მიზეზების გათვალისწინებით არ განვათავსებ.

სალვადორ დალი


ბევრჯერ მიფიქრია,თუ რატომ მომწონს ეს სურათი ასე ძალიან.ჰმ,სათაური?”ნარცისის მეტამორფოზა”

ფოლკნერის სიტყვა ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე


I feel that this award was not made to me as a man, but to my work - a life's work in the agony and sweat of the human spirit, not for glory and least of all for profit, but to create out of the materials of the human spirit something which did not exist before. So this award is only mine in trust. It will not be difficult to find a dedication for the money part of it commensurate with the purpose and significance of its origin. But I would like to do the same with the acclaim too, by using this moment as a pinnacle from which I might be listened to by the young men and women already dedicated to the same anguish and travail, among whom is already that one who will some day stand here where I am standing.

Our tragedy today is a general and universal physical fear so long sustained by now that we can even bear it. There are no longer problems of the spirit. There is only the question: When will I be blown up? Because of this, the young man or woman writing today has forgotten the problems of the human heart in conflict with itself which alone can make good writing because only that is worth writing about, worth the agony and the sweat.

He must learn them again. He must teach himself that the basest of all things is to be afraid; and, teaching himself that, forget it forever, leaving no room in his workshop for anything but the old verities and truths of the heart, the old universal truths lacking which any story is ephemeral and doomed - love and honor and pity and pride and compassion and sacrifice. Until he does so, he labors under a curse. He writes not of love but of lust, of defeats in which nobody loses anything of value, of victories without hope and, worst of all, without pity or compassion. His griefs grieve on no universal bones, leaving no scars. He writes not of the heart but of the glands.

Until he relearns these things, he will write as though he stood among and watched the end of man. I decline to accept the end of man. It is easy enough to say that man is immortal simply because he will endure: that when the last dingdong of doom has clanged and faded from the last worthless rock hanging tideless in the last red and dying evening, that even then there will still be one more sound: that of his puny inexhaustible voice, still talking. I refuse to accept this. I believe that man will not merely endure: he will prevail. He is immortal, not because he alone among creatures has an inexhaustible voice, but because he has a soul, a spirit capable of compassion and sacrifice and endurance. The poet's, the writer's, duty is to write about these things. It is his privilege to help man endure by lifting his heart, by reminding him of the courage and honor and hope and pride and compassion and pity and sacrifice which have been the glory of his past. The poet's voice need not merely be the record of man, it can be one of the props, the pillars to help him endure and prevail.

ამ სიტყვის რევაზ თვარაძისეული ქართული ვარიანტი ყველასათვის ცნობილია.ეს კი ფოლკნერის გამოსვლის აუდიო ჩანაწერი:

ეკსტასის!

_ეკსტასის!_ასეთი სახელით მონათლა ღვთაებრივი პლატონის ენამ ადამიანის ემოციალური მდგომარეობა.
ეკსტასის ადამიანის სულის ექსტრადიქციაა,ხორცს გარეშე ნავარდი და განდგომა.
შემოქმედებით წამებაში მგოსანი ემოციით არსებობს და მგოსანიც იმას ეწოდება,რომლის სულიც მისი საშუალებებით მარადისობას ეზიარება,დაუსრულებელის ნორმისა და რიცხვთა კანონის ემბაზში განსპეტაკდება და თავის ინდივიდუალურ რიტმს უნივერსალურ რიტმს დაუკავშირებს.ამას ვუწოდებთ ჩვენ ემოციალურ შემეცნებას.
ასეთია incipium(საწყისი_ე.ტ.) უცნობის მიერ რჩეულის;მირონცხება,რომელიც წინ უსწრებს აზრს,სიტყვას და თვით მგოსნის მგოსნობის სურვილს.
პოეზია სულიერი რიტმის გაქანდაკებაა,ხოლო სულიერი მდგომარეობის ხორცშესხმა შეუძლებელია.მგოსნის სიტყვა მხოლოდ მის მიერ ნახული სიზმრის მიმგვანებაა,და არა პიწავარდნილი სურათი.მისი დახატვა,როგოც ყველა სინტეზის,აბსოლუტურად სრულყოფილ ფორმებში,ამაოების გამოგონილია.სიტყვა მხოლოდ ჩრდილია და არა სულიერი მოძრაობის სუბსტანცია,გრამატიკული გამა და არა ემოციალური მუსიკის რიტმი.
პოეტი იმდენად გენიალურია,რამდენადავ მისი ემოციალური მეხსიერება ძლიერია და მახვილი.
ყველა ეპოქას პოეზიის თავისებური შემეცნება აქვს.მისი ცვალებადობა ცაზე ახალ ხომლთ აღმოაცენებს და ძველთ ლეტას მსხვერპლად შესწირავს.
სანტა რეი!
პოეზიის პოზიტივობა მეცნიერებისა და ხელოვნების უკანონო ქორწინების ნაყოფია,დღენაკლები მოჩვენება.
პოეზია ზმანებაა,ნარცისი,რომელსაც მხოლოდ თავისი თავი უყვარს,თავისი მშვენებით სტკბება.
ადამიანსა და მარადისობას შროის მისტიური ხიდია გადებული,რომელსაც ჩვეულებრივი შემეცნებით ვერ მივწვდებით.გრძნობა ნივთების უკან ვერაფერს ამჩნევს,ლოღიკაც ნერვთა ცენტრალურ სისტემას ვერ სცილდება.ინსტიკტი გვამხელს,როცა უხილავი მისტერიის ზღვა მოგვიტაცებს.ამით აიხსნება ჩვენი წინათგრძნობა,მოულოდნელი,უმიზეზო სიხარული და შიშის ზარი ყინულის კბილებით რომ ეკეთება ჩვენს გულს,უცანური სევდა შეღამებული დღის ჩრდილებით გვეპარება?!
ზოგს ტყე მისი ჩრდილისთვის უყვარს.მგოსანი კი იქ ტყის სულებს ეძებს და ცელქ სილფიდათა ფერხულს აჰყვება,წვიმაში ცრემლებს ამოიცნობს,წყვდიადში ელვარე მზეთა სრბოლას დაინახავს,სიჩუმე კი მას იერიქონის საყვირით გამოეხმაურება.ყველაფერს სული უდგია,გარეგანი ფორმა მხოლოდ მისი სიმბოლოა.საგნის შემეცნება in se შეუძლებელია და მიუწვდომელი.იგი ჩვენთვის იმდენად არსებობს,რამდენადაც სულის სარკეში იდეად აღიბეჭდება.
ცივილიზაცია პოეზიის მოსისხლე მტერია;მას ალეგორიებით უყვარს ლაპარაკი,როგორც დახავსებულ,დრომოჭმულ კუდიანს.ბავშვი სიმბოლოებით აზროვნებს,რადგან ბუნება მასში უფრო ძლიერია,ვიდრე ზევსის თავიდან გადმომსკდარი ინტელექტი.პირველყოფილი ადამიანის შემეცნებაც პლასტიურია;აქ არის რელიგიის და მითოლოგიის უკვდავების წყარო,ლეგენდისა და ზღაპრის ქარავანთა სამშობლო.აქ იხილა მზე არიანამ,ევრიდიკემ,ჰერკულესმა,ცხრათავიანმა დევმა,ყარამანმა.
პოეზია უფრო ემოციაა,ვიდრე შემეცნება,მაგრამ გაუგებრობის თეორიის დოგმად აღიარება მისტიფიკატორის საქმეა,წერაკითხვის უცოდინარი ასოთამწყობის დროს გატარება,უნიჭო შეგირდის და არა ოსტატის ქმნილება,გაუგებრობის ბრალი.სიტყვის მაგიასაც თავისი საკუთარი კანონი აქვს,როგორც მუსიკას.სიტყვასა და მუსიკას შორის დიდი ზღვარია.მუსიკა პირველყოფილი ხელოვნებაა და თავისი საკუთარი რიტმი აქვს.მისი დაუღლება სიტყვასთან პოეტურ პროზას ქმნის და არა თვით პოეზიას,რომელიც თავისი ბუნებით პერსონალური და არადუალურია.მხოლოდ ტექნიკის იარაღით პოეტური ნაწარმოების გამოკვეთა კალატოზობაა და არა ინტუიციით სხივმოსილი ხუროთმოძღვრება.
პოეზია მარადისობის ბანია,მაგრამ მისი ექსპრესია დროთა რკალებით არის გარემოცული.აბსოლუტური ღირსების ანაქრონიული ნაწარმოები ადამიანს ჯერაც არ წარმოუშვია.
გაჰქრა უწყალოდ წარსულ სიმბოლოთა სამეფო,თავისი სანახაობით რომ სულს ათრობდა.მის ნანგრევებზე ახალი კოშკები წამოიჭედნენ;ზოგთა სანათური მუდამ ღიაა მარადისობის ცვალებად მზეთა სხივთათვის,ზოგთა კი დოგმის მძიმე ლოდით არის გარემოცული.
მაგრამ რა სიმაგრეა დოგმა,ფუტური მუხა,ბენძღი ობობას ქსელი,რომელიც ყოველთვის ერთგვარი სისტემით არის მოქსოვილი,იმ გიჟ მისტერიის ალეგორიული ტალღებისთვის,რომელიც ადამიანის სულს თავისაკენ იტაცებს?!
ეკსტასის!
ერეკლე ტატიშვილი,1923 წ.

ბარსელონა







კაფკა კინემატოგრაფში


ვერასოდეს წარმოვიდგენდი ლენი თუ ასეთი ლამაზი იქნებოდა.ჩემს წარმოსახვაში,პატარა გოგოს ხატი სრულიად დაამსხვრია ამ სურათმა.
ენტონი პერკინსი და რომი შნაიდერი,ანუ ჯოზეფ კ. და ლენი,”პროცესი”,1962 წ.

ფრანც კაფკა


”მე ვწერ განსხვავებულად ,ვიდრე ვსაუბრობ,ვსაუბრობ განსხვავებულად ვიდრე ვფიქრობ,ვფიქრობ განსხვავებულად ვიდრე უნდა ვიფიქრო_და მივდივარ უსასრულობის ბნელი სიღრმეებისკენ.”

”მხოლოდ სიკვდილის შემდეგ,მარტოობაში მჟღავნდება ადამიანის ნამდვილი ბუნება.სიკვდილის ჟამი,ბუხრის მწმენდავის შაბათივით,აშორებს ჭვარტლს სხეულიდან”.

”რწმენა უდრეკი ელემენტის გამონთავისუფლებაა ადამიანის არსებაში,უფრო ზუსტად უდრეკად ყოფნა,ან უფრო ზუსტად,ყოფნა.”

”სიკვდილი არაფრობის დანებებაა არაფრისთვის,მაგრამ მაინც შეუძლებელია იმის გაგება,თუ როგორ ნებდება ადამიანი,თუნდაც როგორც არაფრობა,ქვეცნობიერად ისევ არაფერს.თანაც უბრალო არაფერს კი არა,მძვინვარე არარას,რომლის არაფრობის არსი მხოლოდ მიუწვდომლობა შეიძლება იყოს.”

ბრუნელესკი



ბრუნელესკი

ბაროკო









მამა რომამ დაინახა ფინალში...

მექანიკური ფორთოხალი

მიგელ დე უნამუნო,მარადისობა


”მარადისობა დროის მიღმა კი არაა,მის შუაგულშია,მარადისობა მთლიანად დროშია,დროის ყოველ წამშია გაბნეული”.


”როცა კაცი მარტო რჩება და აღარ გასცქერის მომავალს და ოცნებას,თვალწინ გადაეშლება შემზარავი უფსკრული მარადისობისა.მარადისობა!მარადისობა მომავალი არ არის.როცა მივიცვლებით,სიკვდილი დაგვატრიალებს ჩვენს ორბიტაზე და კვლავ დაგვაბრუნებს წარსულისაკენ,იმისკენ,რაც იყო.ასე უსასრულოდ ვარღვევთ ბედის გორგალს,ვსპობთ ყველაფერს უსასრულოს,რამაც შეგვქმნა მარადისობაში,მივდივართ არარაში და მაინც ვერასოდეს მივაღწევთ იქამდე,რამეთუ არც არასოდეს არა არსებულა რა.”


გოგონა


ხე შემოვიდა ჩემს ხელებში,
სისხლი მისი აუყვა მკლავებს,
ხე გაიზარდა მკერდში
ძირისკენ,
ტოტები გამოდიოდნენ სხეულიდან,კიდურებივით...

შენ ხარ ხე,
ხავსი,
შენ ხარ მქროლვარე იები,
ბავშვი_მაღალი,
ყველაფერი ეს უგნურებაა მსოფლიოსთვის.

ეზრა პაუნდი(თარგმანი მოდუსი),”Poems from Ripostes",1912წ.

A girl

The tree has entered my hands,
The sap has ascended my arms,
The tree has grown in my breast-
Downward,
The branches grow out of me, like arms.

Tree you are,
Moss you are,
You are violets with wind above them.
A child - so high - you are,
And all this is folly to the world.

Ezra Pound,"Poems from Ripostes",1912

პოეტი და რითმა(ფრაგმენტი)

”რითმა არ არის მხოლოდ სამკაული როგორც ბევრს ჰგონია,არც ”შაურიანი სათამაშო,ფანჯრიდან გადასაგდები”...რითმა ორგანიულად დაკავშირებულია ლექსთან.
შეიძლება ლექსი ურითმოდ დაიწეროს,მაშინ პოეტს უფრო მარჯვედ უჭირავს ხელში პოეტური იდეის სადავე.მაგრამ როცა სტრიქონებში რითმები შემოდის,მათ შემოაქვთ,გარდა მუსიკალური ეფექტებისა,სახეთა და იდეათა ფერისცვალება.
ურითმო ლექსის წერის დროს პოეტი უფრო თავისუფალია და მეტის სითამამით მისდევს იდეის განვითარებას.მაგრამ თუ მან რითმას დაუძახა,იგი შემოიჭრება ლექსში საკუთარი ენერგიით,იზიდავს მოულოდნელ სახეებს,ხშირად უეცრად სცვლის პოეტური იდეის მიმართულებას და გაგიჟებული ცხენებივით მიაქანებს ანთებულ სტრიქონებს უფსკრულისაკენ.”
ალექსანდრე აბაშელი,1922 წ.

თბილისი

სიჩუმე

”სძინავს მწვერვალებს,ხეობანი,
კლდენი და ქვაბნი გაჩუმებულან”.
ალკმენი
”ყური დამიგდე”,სთქვა დემონმა,როდესაც თავზე ხელი დამადო:”ქვეყანა,რომლის ამბავსაც მე მოგითხრობ,მდინარე ზაირის ნაპირს მდებარე,ლიბიის მწირი ქვეყანაა და იქ არც მყუდროებაა და არც სიჩუმე.
”ამ მდინარის წყალი ზაფრანისა და სნეული ფერისაა და ნიადაგ კრთის მზის წითელი თვალის ქვეშ,შფოთი და მღელვარე,მდინარის ლამიანი სარეცელის ორივ მხრივ,მრავალ მილიათა სივრცეზე გადაჭიმულია წყლის შროშანთა ფერმკრთალი უდაბნო.აქ მარტოობაში ისინი ერთმანეთს შესჩივიან და ზევით იწვდიან თავიანთ გრძელ და უშნო კისრებს და არხევენ უკვდავ თავებს,და აქ მათ შორის გაისმის იდუმალი,თითქოს ქვესკნელის წყლის შხუილის ჩურჩული.და ისინი შესჩივიან ერთმანეთს.
”მაგრამ არის საზღვარი მათის სამეფოს_ბნელი,საშინელი ტყის საზღვარი.იქ ბუჩქნარი მუდამ მღელვარებს,როგორც ჰებრიდების ირგვლივ მებრძოლი ტალღები.მაგრამ ზეცაში ქარი არა ჰქრის.და მაღალი მოხუცი ხეები მძლავრი ხმაურობით მოუსვენრად ირწევიან და მათი მაღალი წვეროებიდან თითო თითოდ ძირს სცვივა უკვდავი ნამი.და მათ ძირში თავს აფარებენ უცხო და შხამიანი ყვავილები და იტანჯებიან მოუსვენარს ძილში.და მაღლა რუხი ღრუბლები შრიალით და წიოკობით მარად დასავლეთისკენ ისწრაფვიან,ვიდრე ჩანჩქერით არ გადაექანებიან ალმოდებულ ცისკამარის ზღუდეს.მაგრამ ცაში ქარი არა ჰქრის და მდინარე ზაირის ნაპირს არც მყუდროებაა და არც სიჩუმე.
”ღამე იყო და წვიმდა,დენის დროს იგი წვიმა იყო,ხოლო ძირს დაცემული სისხლად შეიქმნებოდა.და მე ვიდექი ჭაობში წყლის აწოწილ შროშანთა შორის და წვიმა თავს მასხავდა_და წყლის შროშანნი ერთმანეთს შესჩიოდნენ თავიანთ დიადს მარტოობაში.და უეცრად თხელს საშინელს ნისლს შორის გამოჩნდა მთვარე,და იგი იყო ალისფერი.და თვალი მოვკარი წყლის პირს მდგომარე დიდ კლდეს.და კლდე იყო მყიე,საშინელი და მაღალი_კლდე იყო მყიე.ქვაში ამოჭრილ იყო ასოები და გავიარე წყლის შროშანთა ჭაობი,ვიდრე არ დავუახლოვდი ნაპირს,რათა ქვის წარწერა ამომეკითხნა.მაგრამ წაკითხვა ვერ შევძელი და პირი ვიბრუნე ჭაობისაკენ.როდესაც მთვარემ უფრო წითლად გააშუქა,მე მოვიხედე და კვლავ დავაცქერდი კლდეს და წარწერას,და წარწერა იყო სასოწარკვეთილი.
”და ავიხედე მაღლა და იქ კლდის თხემზე იდგა ადამიანი.და მე დავიმალე წყლის შროშანთა შორის და თვალს ვადევნებდი ადამიანის მოქმედებას.და ადამიანი იყო ტანად მაღალი და ახოვანი და მხარ-ტერფამდე გახვეული ძველ რომაელთა ტოგაში.და მისი ტანის მოხაზულობა_ბინდით მოსილი,მაგრამ მისი სახე_ღვთაების სახე;ღამის,ნისლის და მთვარის ჩადრს მისი პირი არ დაებურა.და მისი შუბლი იყო დიდებული აზრით,და მისი თვალები შმაგი მწუხარებით,და მის სახეზე აქა-იქ გაბნეულს ნაოჭებში მე ამოვიკითხე იგავი სევდისა და მაშვრალობისა და სიძულვილი კაცობრიობისა და წყურვილი მარტოობისა.
”და ადამინაი იჯდა კლდეზე და თავი დაეყრდნო ხელზე და შეჰყურებდა სასოწარკვეთას.უცქეროდა მოუსვენარს ბუჩქნარს ძირს,და მოხუც ხეებს მაღლა და მოშრიალე ცას ზევით და ალისფერ მთვარეს.და მე ვიწექი წყლის შროშანთა ბუნაგში და ვუთვალთვალებდი ადამიანის მოქმედებას.და ადამიანი თრთოდა მარტოობაში;_მაგრამ ღამე არ იკლებდა და ის კი იჯდა კლდეზე.
”მაშინ შევედი ჭაობის ჯურღმულებში და დავხეტიალობდი შროშანთა უდაბნოში და ვუხმობდი ჰიპოპოტამთ,ჭაობის წუმპეში რომ სცხოვრობდნენ.და ჰიპოპოტამებმა გაიგონეს ჩემი ძახილი და ბეღემოტებთაბ ერთად მოგროვდნენ კლდის ძირში და ღრიალებდნენ საშინლად და მთვარე ზევით დასცქეროდა მათ.და მე ვიწექი ჩემს ბუნაგში და ვუთვალთვალებდი ადამიანის მოქმედებას. და ადამიანი თრთოდა მარტოობაში;_მაგრამ ღამე არ იკლებდა და ის კი იჯდა კლდეზე.
”და ადამიანმა ზეცას თვალი მოაშორა და უყურებდა მწუხარე მდინარე ზაირას და ყვითელს უმზგავს წყალს და წყლის შროშანთა ფერწასულ ლეგიონს.და ადამიანი უსმენდა წყლის შროშანთა ოხვრას და ჩურჩულს,მათ შორის რომ გაისმოდა.და მე ვიწექი ჩემს ბუნაგში და ვუთვალთვალებდი ადამიანის მოქმედებას. და ადამიანი თრთოდა მარტოობაში;_მაგრამ ღამე იკლებდა და ის კი იჯდა კლდეზე.
”მაშინ დავსწყევლე სტიქიონები ამბოხების შეჩვენებით;და ზეცაში,სადაც წინედ ქარს არ უქროლია,საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და ცა გაწითლდა ქარიშხალის ბრაზით_და წვიმა სცემდა ადამიანის თავს_და მდინარე აზვირთდა_და მდინარე სულს ღაფავდა ქაფში_და წყლის შროშანთ შეჰკივლეს თავიანთ სარეცელზე_და ქარი ამსხვრევდა ტყეს_და ელვა სრიალებდა_და მეხი ჩამოვარდა_და კლდე შეინძრა საფუძვლითურთ და მე ვიწექი ჩემს ბუნაგში და ვუთვალთვალებდი ადამიანის მოქმედებას.და ადამიანი თრთოდა მარტოობაში;_მაგრამ ღამე იკლებდა და ის კი იჯდა კლდეზე.
”მაშინ განვრისხდი და დავსწყევლე სიჩუმის შეჩვენებით მდინარე და შროშანნი,ქარი და ტყე,ცა და ქუხილი და წყლის შროშანთა ოხვრა.და შეჩვენებულნი გაჩუმდნენ.და მთვარემ შესწყვიტა სრბოლა ცის ბილიკზე_და ელვა აღარ ელვარებდა_და ღრუბლები უძრავად დაეკიდნენ_და მდინარე დადგა თავის დონეზე და შეჩერდა_და ხეები აღარ ჰქანაობდნენ_და წყლის შროშანნი აღარ ირხეოდნენ და მათ შორის ჩურჩული აღარ გაისმოდა,აღარც აჩრდილი ხმაურობისა უზღვარს უდაბნოში.და მე დავაცქერდი კლდეს,ქვის წარწერას და ის შეცვლილიყო;_და წარწერა იყო სიჩუმე.
”და დავაცქერდი ადამიანის სახეს და მისი სახე შიშით გაფითრებულიყო.და უეცრივ თავი მოაშორა ხელს და ზეზე წამოდგა და ყურს უგდებდა.მაგრამ არრა ხმა უზღვარ დიდს უდაბნოში არ გაისმოდა და წარწერა კლდეზე იყო სიჩუმე.და ადამიანს გააჟრჟოლა და უკუ იქცა და გაჰქრა საჩქაროდ და მე თვალი აღარ მომიკრავს”.


.............................................
ბევრი ლამაზი თქმულებაა მოგვთა წიგნებში_მოგვთ რკინით კაზმულ მელანქოლიურ ფოლიანტებში.იქ,ვიმეორებ,დიდებული ზღაპრისა ცისა და დედამიწის და ძლიერი ზღვისა,და გეენიებისა_ზღვას,დედამიწას და ზეცას რომ მფლობელობენ.დიდი სიბრძნეა სიბილათა თქმაში და წმინდა ამბები ესმოდათ ძველად თალხ ფოთლოვანითგან,დოდონის ირგვლივ რომ ირხეოდა._მაგრამ ვფიცავ ალლახს,ჩემს გვერდით საფლავის ჩრდილში მჯდომარე დემონის მიერ ნაამბობი ყველაზე გასაკვირველია!და როდესაც დემონმა დაამთავრა ზღაპარი,იგი ჩაძვრა საფლავის ნაპრალში და სიცილი დაიწყო.და დამწყევლა მე,რადგანაც სიცილი არ შემეძლო.და ფოცხვერი,მარად რომ საფლავში ბინადრობს,გამოვიდა და დაწვა დემონის ფერხთით და სახეში ჩააშტერდა.

ედგარ ალან პო(თარგმნა ერეკლე ტატიშვილმა)



SILENCE

ALCMAN. The mountain pinnacles slumber; valleys, crags and caves are silent.


"LISTEN to me," said the Demon as he placed his hand upon my head. "The region of which I speak is a dreary region in Libya, by the borders of the river Zaire. And there is no quiet there, nor silence.


"The waters of the river have a saffron and sickly hue; and they flow not onwards to the sea, but palpitate forever and forever beneath the red eye of the sun with a tumultuous and convulsive motion. For many miles on either side of the river's oozy bed is a pale desert of gigantic water-lilies. They sigh one unto the other in that solitude, and stretch towards the heaven their long and ghastly necks, and nod to and fro their everlasting heads. And there is an indistinct murmur which cometh out from among them like the rushing of subterrene water. And they sigh one unto the other.


"But there is a boundary to their realm -- the boundary of the dark, horrible, lofty forest. There, like the waves about the Hebrides, the low underwood is agitated continually. But there is no wind throughout the heaven. And the tall primeval trees rock eternally hither and thither with a crashing and mighty sound. And from their high summits, one by one, drop everlasting dews. And at the roots strange poisonous flowers lie writhing in perturbed slumber. And overhead, with a rustling and loud noise, the gray clouds rush westwardly forever, until they roll, a cataract, over the fiery wall of the horizon. But there is no wind throughout the heaven. And by the shores of the river Zaire there is neither quiet nor silence.


"It was night, and the rain fell; and falling, it was rain, but, having fallen, it was blood. And I stood in the morass among the tall and the rain fell upon my head -- and the lilies sighed one unto the other in the solemnity of their desolation.


"And, all at once, the moon arose through the thin ghastly mist, and was crimson in color. And mine eyes fell upon a huge gray rock which stood by the shore of the river, and was lighted by the light of the moon. And the rock was gray, and ghastly, and tall, -- and the rock was gray. Upon its front were characters engraven in the stone; and I walked through the morass of water-lilies, until I came close unto the shore, that I might read the characters upon the stone. But I could not decypher them. And I was going back into the morass, when the moon shone with a fuller red, and I turned and looked again upon the rock, and upon the characters; -- and the characters were DESOLATION.


"And I looked upwards, and there stood a man upon the summit of the rock; and I hid myself among the water-lilies that I might discover the actions of the man. And the man was tall and stately in form, and was wrapped up from his shoulders to his feet in the toga of old Rome. And the outlines of his figure were indistinct -- but his features were the features of a deity; for the mantle of the night, and of the mist, and of the moon, and of the dew, had left uncovered the features of his face. And his brow was lofty with thought, and his eye wild with care; and, in the few furrows upon his cheek I read the fables of sorrow, and weariness, and disgust with mankind, and a longing after solitude.


"And the man sat upon the rock, and leaned his head upon his hand, and looked out upon the desolation. He looked down into the low unquiet shrubbery, and up into the tall primeval trees, and up higher at the rustling heaven, and into the crimson moon. And I lay close within shelter of the lilies, and observed the actions of the man. And the man trembled in the solitude; -- but the night waned, and he sat upon the rock.


"And the man turned his attention from the heaven, and looked out upon the dreary river Zaire, and upon the yellow ghastly waters, and upon the pale legions of the water-lilies. And the man listened to the sighs of the water-lilies, and to the murmur that came up from among them. And I lay close within my covert and observed the actions of the man. And the man trembled in the solitude; -- but the night waned and he sat upon the rock.


"Then I went down into the recesses of the morass, and waded afar in among the wilderness of the lilies, and called unto the hippopotami which dwelt among the fens in the recesses of the morass. And the hippopotami heard my call, and came, with the behemoth, unto the foot of the rock, and roared loudly and fearfully beneath the moon. And I lay close within my covert and observed the actions of the man. And the man trembled in the solitude; -- but the night waned and he sat upon the rock.


"Then I cursed the elements with the curse of tumult; and a frightful tempest gathered in the heaven where, before, there had been no wind. And the heaven became livid with the violence of the tempest -- and the rain beat upon the head of the man -- and the floods of the river came down -- and the river was tormented into foam -- and the water-lilies shrieked within their beds -- and the forest crumbled before the wind -- and the thunder rolled -- and the lightning fell -- and the rock rocked to its foundation. And I lay close within my covert and observed the actions of the man. And the man trembled in the solitude; -- but the night waned and he sat upon the rock.


"Then I grew angry and cursed, with the curse of silence, the river, and the lilies, and the wind, and the forest, and the heaven, and the thunder, and the sighs of the water-lilies. And they became accursed, and were still. And the moon ceased to totter up its pathway to heaven -- and the thunder died away -- and the lightning did not flash -- and the clouds hung motionless -- and the waters sunk to their level and remained -- and the trees ceased to rock -- and the water-lilies sighed no more -- and the murmur was heard no longer from among them, nor any shadow of sound throughout the vast illimitable desert. And I looked upon the characters of the rock, and they were changed; -- and the characters were SILENCE.


"And mine eyes fell upon the countenance of the man, and his countenance was wan with terror. And, hurriedly, he raised his head from his hand, and stood forth upon the rock and listened. But there was no voice throughout the vast illimitable desert, and the characters upon the rock were SILENCE. And the man shuddered, and turned his face away, and fled afar off, in haste, so that I beheld him no more."


Now there are fine tales in the volumes of the Magi -- in the iron-bound, melancholy volumes of the Magi. Therein, I say, are glorious histories of the Heaven, and of the Earth, and of the mighty sea -- and of the Genii that over-ruled the sea, and the earth, and the lofty heaven. There was much lore too in the sayings which were said by the Sybils; and holy, holy things were heard of old by the dim leaves that trembled around Dodona -- but, as Allah liveth, that fable which the Demon told me as he sat by my side in the shadow of the tomb, I hold to be the most wonderful of all! And as the Demon made an end of his story, he fell back within the cavity of the tomb and laughed. And I could not laugh with the Demon, and he cursed me because I could not laugh. And the lynx which dwelleth forever in the tomb, came out therefrom, and lay down at the feet of the Demon, and looked at him steadily in the face.