”რითმა არ არის მხოლოდ სამკაული როგორც ბევრს ჰგონია,არც ”შაურიანი სათამაშო,ფანჯრიდან გადასაგდები”...რითმა ორგანიულად დაკავშირებულია ლექსთან.
შეიძლება ლექსი ურითმოდ დაიწეროს,მაშინ პოეტს უფრო მარჯვედ უჭირავს ხელში პოეტური იდეის სადავე.მაგრამ როცა სტრიქონებში რითმები შემოდის,მათ შემოაქვთ,გარდა მუსიკალური ეფექტებისა,სახეთა და იდეათა ფერისცვალება.
ურითმო ლექსის წერის დროს პოეტი უფრო თავისუფალია და მეტის სითამამით მისდევს იდეის განვითარებას.მაგრამ თუ მან რითმას დაუძახა,იგი შემოიჭრება ლექსში საკუთარი ენერგიით,იზიდავს მოულოდნელ სახეებს,ხშირად უეცრად სცვლის პოეტური იდეის მიმართულებას და გაგიჟებული ცხენებივით მიაქანებს ანთებულ სტრიქონებს უფსკრულისაკენ.”
ალექსანდრე აბაშელი,1922 წ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment